2016 წელს იმერეთში 46 960 533 ლარის პროექტი განხორციელდა
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტებზე 46 960 533 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები განხორციელდა როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს 126 პროექტი შესრულდა, მათ შორის, პირველი რიგის პრიორიტეტს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ყველა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დამატებით 3 145 016 ლარი გამოყო.
მხარეში გზების რეაბილიტაციაზე 28 624 954 ლარი დაიხარჯა. გარდა საავტომობილო გზების მშენებლობისა იმერეთის რეგიონში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამედიცინო, სკოლამდელ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ადმინისტრაციულ, სპორტულ შენობებს. სოფლებში გაიხსნა საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრები და ამბულატორიები. მოეწყო სანიაღვრე და წყლის სისტემები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობდა გაზიფიცირების სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს იმერეთის მხარეში 8 462 757 ლარის პროექტები განხორციელდა.
2016 წელს სახელმწიფო პროგრამების ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოების ფუნქციონირებაც დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















