|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449 731-ით მეტია,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. ტურისტების რაოდენობა  7.6 პროცენტით გაიზარდა. 
 
2016 წელს საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი 1 523 075 (+9.3%),

სომხეთი 1 496 246 (+1.9%),

თურქეთი 1 254 089 (-9.9%),

რუსეთი 1 037 564 (+12.0%) და

უკრაინა 172 631 (+21.8%).

„აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბრის პერიოდში გამოირჩეოდნენ ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანი (+485%), ინდოეთი (+199%), საუდის არაბეთი (+116%), ფილიპინები (+89%), ომანი (+75%) და ჩინეთი (+46%)", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან.

ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით, 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა