|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით ქუთაისი ღარიბდება"

2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით ქუთაისი ღარიბდება- ამ თემაზე  "ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა ბრიფინგი გამართა. "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის მტკიცებით, 16.5 მლ ლარით შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. თითქმის 1.5 მლ ლარით მცირდება განათლების სფეროს დაფინანსებაც. სანაცვლოდ, მერია იზრდის დაფინანსებას 345 000 ლარით. მრავალგზის გაბერილ შტატებს ემატება 4 ახალი ადგილი და ქუთაისს 2016 წლიდან ეყოლება 4 ახალი ჩინოვნკი. ჯამში, 130 000 ლარით იზრდება ჩინოვნიკების ხელფასები და პრემიები. მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებას მოუწია ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 14 მლ ლარით სეკვესტირება. ჟურნალ "განთიადის" გამოცემა ბიუჯეტს უჯდება 45 000 ლარი, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის გამოყოფილია მხოლოდ 5 000 ლარი. "გირჩში" მიაჩნიათ,  რომ 2016 წლის სეკვესტრირებული ქუთაისის ბიუჯეტი ასახავს ქვეყანაში არსებულ მწვავე სავალუტო-ეკონომიკური კრიზისს. 2016 წელი დაკარგულია ქუთაისის განვითარებისთვის, პრიორიტეტები არასწორადაა განაწილებული და ჩინოვნიკების შენახვა კვლავ უფრო და უფრო ძვირი უჯდება გადასახდელების გადამხდელებს, პარალელურად კი მცირდება ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროში გაწეული ხარჯების ოდენობა.

ეჭვგარეშეა, ქუთაისის მაგალითი ეს არ არის ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილი და პრობლემებიც გაცილებით ადრე დაწიყო, ამიტომ, მოუწოდებენ ხელისუფლებას: გააუქმოს საშემოსავლო და მოგების გადასახადი 2. მკვეთრად შეამციროს სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი 3. ქვეყნის ბიუჯეტიდან სოციალური ხარჯები გაიწიოს მიზნობრივად, საჭიროემისამებრ, ანუ შეძლებული ნაწილიდან ხარჯები გადამისამართდეს მეტად გაჭირვებულ ადამიანებზე. 4. მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაცია და გაატაროს რეფორმები მეტი თავისუფლების კუთხით, როგორც პირადი, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. 5. დაიცვას კონსტიტუცია, კონსტიტუციის მიხედვით აღიაროს საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა