|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყება

რეგისტრაცია 2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 9 თებერვალს დაიწყება. რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა:
აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ.

მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები – არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა – არანაკლებ 1 გამოცდისა).


ასეთი შესაძლებლობა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვასთან ერთად გაჩნდა – წინა წლებში ტესტების უცხოეთში დასაბეჭდად დაზუსტებული ინფორმაცია თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი, 2016 წლიდან პროცესი ამ კუთხითაც გაცილებით მოქნილი გახდება.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.

2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:
აბიტურიენტები;
პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
სტუდენტები;
მაგისტრანტობის კანდიდატები.

ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი