|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2016 წლის პროექტში ოღასკურის კალაპოტის დაბეტონება არ შედის"- ნატო ქათამაძე

ქუთაისში მდინარე ოღასკურას ფსკერის დაბეტონების ფაქტს  წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, გამარჯვების მაჟორიტარი ყოფილი დეპუტატი ნატო ქათამაძე გამოეხმურა.

მისი თქმით, უცნობია მერია რომელი პროექტით ახდენს სამუშაოებს, რადგან 2016 წლის პროექტში კალაპოტის დაბეტონება არ შედის. მისი თქმით, გარდა ამისა, საშიშია მთის მდინარის დაბეტონება, რადგან მდინარის ეკოსისტემა განადგურდება, ამასთან მერიამ რეალურ პრობლემაზე არ იზრუნა და არ მოხდა კალაპოტზე არსებული მილების აღება.

"2014 წლამდე, ვიდრე მე არ ვახსენე ოღასკურა, მასზე არავის უსაუბრია. 40 წლიანი პრობლემა დავძარი და დღეს არავინ ახსენებს ამას. მე არ მინდა აპლოდისმენტები, მაგრამ ვალდებულად ჩავთვალე თავი, მესაუბრა ამ პრობლემაზე. ყველა მხარის თანხმობა და რეკომენდაცია გვქონდა, რომ ეს იყო პრობლემა და წარვუდგინე საკრებულოს. მივმართე რეგიონული განვითარების და გარემოს დაცვის სამინისტროებს. 2015 წელს ჩამოვიდა ნაპირსამაგრი სამუშაოების სამსახურის წარმომადგენელი და შევამოწმეთ მთელი სანაპირო. დაიდო დასკვნა, ნაპირდაცვითი სარეკომენდაციო წინადადებები შემუშავდა და გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული საკითხი შევიდოდა 2016 წლის  პროექტებში. როდესაც მივედით თანხამდე, ორჯერ მოიხსნა დღის წესრიგიდან ორასკურას თემა, რადგან იმჟამინდელი მერის შოთა მურღულიას თქმით, არ ყოფილა პრიორიტეტი. მაშინ, როდესაც პროექტის მომზადებაში მერიამ 30 000 ლარი გადაიხადა.

მთლიანი პროექტისთვის გათვალისწინებულ 2 3400 00 ლარში უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ ჯებირები და მოაჯირები და არ იყო გათვლილი ფსკერის დაბეტონება. არ ვიცი, ახლა რა პროექტით მიდის მდინარის კალაპოტის მოწყობა, ვერც დამიზუსტეს, ამიტომ კითხვა მაქვს მერიასთან, შეიცვალა თუ არა 2016 წელს დადებული პროექტი, თუ შეიცვალა, რამ გამოიწვია ცვლილება, თუ არ შეცვლილა, რატომ მოხდა დაბეტონება პროექტის გარეშე?.

არ შეიძლება მთის მდინარის ფსკერის დაბეტონება, რადგან საშიში მდინარეა და არავინ იცის რა მოხდება, ამასთან თავისი სპეციფიკა აქვს, მცენარები და თევზები ბინადრობენ ამ მდინარეში და დაუშვებელია დაბეტონება. რომ მოვიდეს სერიოზული წყლის ნაკადი, მაშინ რა მოხდება? არ უნდათ მოსმენა მერიაში, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს. მერიას კალაპოტში დაერთებული მილების მოშორებაზე უნდა ეზრუნა", -განახადა ნატო ქათამაძემ.

მისი თქმით, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, საქმე სასამართლოში გაგრძელდება.

 შეგახსენებთ, მდინარე ოღასკურის ფსკერის მობეტონების ფაქტს საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა. სამუშაოებს შპს "კონსტანტა" 582 ათას ლარად ასრულებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა