2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა
2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძეს ერგო წილად. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წელი შეაჯამა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო სპორტსმენები, სპორტული ფედერაციები და მწვრთნელები გამოვლინდნენ.
გამარჯვებულები ცხრა ძირითად ნომინაციაში გამოცხადდნენ. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ზვიად პატარიძე გახდა;
მეორე ნომინაციაში, საუკეთესო პარასპორტსმენი - ზვიად გოგოჭური, ირმა ხეცურიანი გახდნენ;
მესამე ნომინაცია - საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – ანდრეი ზინჩენკო;
მეოთხე ნომინაცია - საუკეთესო მსაჯი ედიშერ მაჩაიძე;
მეხუთე ნომინაცია - საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ფედერაცია;
მეექვსე, საუკეთესო გუნდად კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დასახელდა;
მეშვიდე, საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული ანასტასია გოტფრიდმა მიიღო,
მერვე ნომინაცია, საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ასანიძე გახდა
და მეცხრე ნომინაცია, საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძემ მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















