2017 წელს უნივერსიტეტებმა ავტორიზაცია ახალი სტანდარტებით უნდა გაიარონ
2017 წელს უნივერსიტეტებმა ავტორიზაცია ახალი სტანდარტებით უნდა გაიარონ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და მასში პირველ რიგში საუბარია აკრედიტაციის ვადების გადაწევაზე.
"ეს იმიტომ, რომ ავტორიზაცია, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს აკრედიტაციის პროცესს, ახალი სტანდარტებით უნივერსიტეტებმა უკვე 2017 წელს უნდა გაიარონ. ამ კანონპროექტში ჩაშლილი და მოცემულია ყველა ის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც უკვე შეძლებენ უნივერსიტეტები ავტორიზაცია გაიარონ. პროცესი 2016 წლის ბოლოს 2017 წლის დასაწყისში დაიწყება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა სიახლეების დანერგვა იგეგმება კანონპროექტით, მინისტრის თქმით, ეს არის ახალი, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობები, ხარისხის მართვის მექანიზმები და მონიტორი ნგი.
"ძალიან კარგად ვიცით, რომ დღევანდელი მოცემულობით, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთადერთი ბერკეტი აქვს სწორედ ხარისხის მონიტორინგში. შესაბამისად, უნივერსიტეტები ავტონომიური ერთეულები არიან, მათ არეგულირებს ცალკე კანონი. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და ასეც უნდა იყოს, რომ შევინარჩუნოთ მათი ავტონომიურობა და პატივი ვცეთ, თუმცა საჭიროა მაკონტროლებელი მექნიზმების დახვეწაც", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, დეკემბერში გაიმართა პრეზენტაცია, შეიქმნა შესაბამისი პლატფორმა გაერო-ს განვითარების ოფისის დახმარებითა და დაფინანსებით.
თამარ სანიკიძის თქმით, "ეს ყველაფერი ერთობლივად უნდა ამუშავდეს".
ავტორი:





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















