2018 წლიდან ქუთაისში "სოციალური ტაქსები" გამოჩნდება
ქუთაისში 2018 წლიდან "სოციალური ტაქსი" გამოჩნდება. იდეა მერიის მრჩეველთა საბჭოს მიერ იქნა ინიცირებული.
საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და შშმ პირთა თემის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი, ე.წ „სოციალური ტაქსი“ შშმ პირებს მოემსახურება და მათ მგზავრობას კომფორტულს გახდის.
აღნიშნული მომსახურება დედაქალაქში უკვე არსებობს.
სოციალური ტაქსის იდეა მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში შშმ პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
"მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში "შშმ პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება-თანადაფინანსების პროეტქების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი იყო 15 პროექტი. მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი იქნა ინიციატივა 2018 წელს ქუთაისში სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტის ე.წ. "სოციალური ტაქსის" მომსახურების დანერგვის შესახებ" - ნათქვამია "ნიუპრესის" მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















