"შეფერხების მიუხედავად, ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა"
2019 წელს ქუთაისში შემოსული ტურისტების რაოდენობა 7 % -ით გაიზარდა. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან პოლონეთიდან და საფრანგეთიდან ეწვია ქალაქს.
"შეფერხების მიუხედავად, წელს ტურიზმის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მაინც გაზრდილია. პირველ 6 თვეში დაახლოებით 49 პროცენტზე მეტი ზრდა გვქონდა. ცნობილი მოვლენების გამო ივლისში მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა, აგვისტოში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, დაახლოებით 25 %-ით იმატა ვიზიტორების რაოდენობამ. საერთო ჯამში, 8 თვის მონაცემებით, ქუთაისში შემოსული ტურისტების რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა, შემდეგ თვეებშიც იპტიმისტური მოლოდინი გვაქვს", -განუცხადა "ნიუპრესს" ტატო ლიულუაშვილმა.
შეიცვალა ტოპ ხუთეულიც, რუსეთმა მესამე პოზიტიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვა.
2019 წლის ქუთაისში შემოსული ვიზიტორების ტოპ ხუთეული ასეთია: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.
2018 წლის ტოპ ხუთეული კი ასე გამოიყურებოდა: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ესპანეთი.

ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















