|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დენი გაძვირდა როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში

„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის - 4-6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარებაა. 

„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის - 4-6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.38%
გაუარესდა - 53.08%
არ შეცვლილა - 11.54%
სულ - 130 ხმა