ქუთაისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დაააკავეს
ქუთაისის აეროპორტში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ 1983 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ჩ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი შემოწმებისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის, „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















