|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მუნიციპალიტეტს პრიზი გადაეცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მერვე ეროვნულ კონფერენციაზე პრიზი გადაეცა.
კონფერენციას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ჯილდო საუკეთესო პრაქტიკისათვის "ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინოვაციური მუნიციპალური სერვისების/პრაქტიკის/მიდგომების განვითარება" დაიმსახურა იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, კულტურულ-ტურისტული აპლიკაციისთვის „ფანტომები — არაჩვეულებრივი გამოფენა“, რომელიც დაფუძნებულია გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიაზე.
მადლობის სიგელი გადაეცა ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი და დაჯილდოებული იქნა 2025 წლის 14 საუკეთესო მუნიციპალური პრაქტიკა.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა