100 პროცენტიანი დაფინანსება 1 011-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2019 წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა.
სახელმწიფო გრანტი 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა, აქედან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1011-მა მათგანმა, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1452-მა ადამიანმა, 50%-იანი კი – 4083%-მა.
საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 4777 სტუდენტი, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე კი – 1335 აბიტურიენტი.
ყველაზე პოპულარული ფაკულტეტებად ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებები რჩება, შესაბამისად, წელს ყველაზე დიდი კონკურენცია აღნიშნულ დარგებზე იყო.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 41 000 აპლიკანტი. აქედან გამოცდაზე გამოცხადდა 38 756 მათგანი (აქედან ზოგი გამოცხადდა მხოლოდ ერთ გამოცდაზე, მხოლოდ ორზე და ა.შ.). 41 000 აპლიკანტიდან სხვადასხვა მიზეზის გამო კონკურსს გამოეთიშა 11 010 აბიტურიენტი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















