|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2019 წლიდან პარლამენტი თბილისში გადადის

პარლამენტის პირევლი ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმეტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო ჰაბი განთავსდება. 

„დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა, რეგლამენტი განხილული იყო 15 კომიტეტზე და 15–ვე კომიტეტზე ეს საკითხი დადგა, თითქმის, არ დარჩენილა პარლამენტის წევრი, რომელსაც ამასთან დაკავშრებით პოზიცია არ ქონოდა. ძირითადი არგუმენტები და პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღების არის რამდნეიმე. ერთი არის, რომ თითქმის შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, ეს ძალიან აზიანებს, მეორე, რომ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, მესამე, როდესაც გვინდა პარლამენტის გაძლიერება და საზედამხედველო ფუნქციები, მთავრობა სხვა ქალაქში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ძალიან  ართულებს ამ საქმეს. ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ადგილმდებარეობად პარლამეტის განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ამ შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვენელოვანი დატვირთა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენეოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება. 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას“, –განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს რატომ არ იყო ამაზე საუბარი, პასუხობს:

„საკონსტიტუციო განხილვების დროს ყველაფერზე იყო საუბარი, მათ შორის ხარჯებზე, მაგრამ მთავარი არის ის, რომ თუ ჩვენ გვინდა პარლამენტის გაძლიერება, არ შეიძლება მთავრობა სხვა ქალაქში იყოს და პარლამენტი სხვა ქალაქში, მთავრობა აქ რომ იყოს, მაშინ სხვა ვითარება გვექნებოდა.  არ არის საუბარი იმაზე, რომ მაინცდამაინც თბილისი უნდა იყოს, ან ქუთაისი, მთავარია,  ერთად იყოს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს სხვანაირად იყო დაგეგმილი. დღის წესრიგში არ იდგა, როდესაც რეგლამენტის პროექტი შემოვიდა პარლამეტში,  წევრების მხრიდან ხელახლა წამოიწია ეს საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ რასაც ამბობდა, ფიქრობდა იმას, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით განსხვავებული რეალობის წინაშე“- განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა