ქუთაისის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება
21-26 ოქტომბერის ჩათვლით ქუთაისის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, ბუნებრივი გაზი მარჯანიშვილის, კეკელიძის, თაყაიშვილის, კ. ლორთქიფანიძის, გურიელის, დადიანის, ხუნდაძის, მაისურაძის, ზესტაფონის, კაკაბაძის, ჩიქოვანის, მელიქიშვილის, დონეცკის, ოცხელის, ხორავას (უკრაინის), თოფურიას, ს. კლდიაშვილის, მ. ასათიანის, ნარსიას, ფიროსმანის, ენგელსის, ბელორუსიის, ზ. გამსახურდიას (N15,17,19,21,23,25,27 და 1 შეს), შმიდტის ( N71-დან ბოლომდე), თავისუფლების (N92, 106, 112, 114, 116, 118, 120, 122, 124/4 და 4ა შეს/ 6 ჩიხის N4, 6, 8), ი. ჭავჭავაძის, ნინოშვილის (N46, 46ა, 46ბ, 52ა), კ. გამსახურდიას (N 1—165, 2—150, 1 და 2 ჩიხები, 2,3,5,6,8 შეს), თაბუკაშვილის, ჩეხოვის 1 შეს, ნინოშვილის (14 შეს/N172, 174, 176, 178, 180, 182, 184, 186, 208, 214), გუგუნავას (N2,8) და გ. ბრწყინვალეს (6 შეს) ქუჩების მაცხოვრებლებს არ მიეწოდებათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 26 ოქტომბრის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















