21 თებერვალს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ატესტაციას გაივლიან
21 თებერვალს ქუთაისის მერიის ააიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ატესტაცია ჩატარდება. როგორც ცნობილი ხდება, ატესტაციას ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის 10 თანამშრომელი გაივლის.
თუ თანამშრომლები ატესტაციას ვერ გაივლიან, ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდება.
ქუთაისის მერიის აიპებში ატესტაციის პროცესი გასულ წელს დაიწყო. უკვე ატესტაცია ჩატარდა მერიის სამ ააიპში: ბაღების გაერთიანება, კულტურისა და სპორტის ააიპებში. მერიაში აღნიშნავენ, რომ ატესტაცია–კონკურსი ეტაპობრივად ყველა ააიპს მოიცავს. თუმცა, რომელი იქნება შემდეგი, ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





11:02
16:29
16:27
13:32
















