23-27 იანვარს მომხმარებელთა ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 23-27 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
ქუთაისი. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 1“ პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:
· 23 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „აბრეშუმკომბინატი“, 3 აბონენტი.
· 24 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N258“, დაახლოებით 1100 აბონენტი, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის (ნაწ), რაზმაძის ქ.
· 25 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N510“, 2 აბონენტი.
· 26 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N2ა“, დაახლოებით 2700 აბონენტი ასათიანის, სოხუმის, ნინოშვილის ბოლო, ჭავჭავაძის გამზ. ნაწ.
· 27 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N75“, დაახლოებით 1000 აბონენტი რაზმაძის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, გორის, ნიკო მარის, მოსკოვის, კუპრაძის ქუჩის ნაწილი.
სამტრედია. ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით ქვესადგურ “სამტრედია 2“ გამოირთვება ფიდერები:
· 23 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №4, სოფელი ეწერი (ნაწ.)
· 23 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №5, ქ. სამტრედია (ა.კალაძის, აღმაშენებლის, გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლაშა თევზაძის, კუიბიშევის, ძველი სამტრედიის, მანჯგალაძის, პეტრიაშვილის, მაზნიაშვილის, რუხაძის, ქუთაისის ქ.);
· 24 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №6, ქ. სამტრედია (აღმაშენებლის, გრიბოედოვის, ვასაძის, ახმეტელის, ტერელაძის, ხორავას, ბარათაშვილის ქ.); სოფლები ახალსოფელი, ეწერი.
· 24 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №7, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის ქ.)
· 25 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №8, სოფელი იანეთი.
· 25 იანვარს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №9, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის, კალანდარიშვილის ქ.)
· 26 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №11, ქ. სამტრედია (ა.გეგეშიძის, ა.კალაძის, კუიბიშევის, საბჭოს ქ.), სოფ. მელაური, ქვათახე, ეწერი.
ტყიბული. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში „ტყიბული 3“ გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:
· 23 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "საავადმყოფო".
· 24 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "დოკი",
· 25 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ჩირაღდანი“.
· 26 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "N17
· 27 იანვარს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "გამამდიდრებელი-2".
ზესტაფონი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 23 იანვარს 15:00-17:00 220 კვ გ/ხ „აჯამეთი 1“-ის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილია აღნიშნული გადამცემი ხაზის გამორთვა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით საჭირო იქნება ქ/ს „სვირი წევადან“ ძაბვის მიწოდება შეუწყდეს 10 კვ ფიდერებს: როდინაული, მეორე სვირი, ღვინის ქარახანა და ელ.მექანიკური. ამის გამო მითითებულ პერიოდში ელექტროენერგია შეუწყდება სოფლებს: მეორე სვირი, როდინაული და ცხენთარო.
ამბროლაური. ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით დაგეგმილია შემდეგი ფიდერების გამორთვა:
· 23 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ლუხუმიჰესი".
· 25 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ურავი" - სოფელი ურავი.
· 27 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ლიხეთი" - სოფლები ლიხეთი და აბარი.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















