|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

24 საათიანი თავისუფლების შემდეგ გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაშია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ჩხიკვაძის თავმჯდომარეობით თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთას  მიუსაჯა. ამნისტიის საფუძველზე გიგი უგულავას  საბოლოო სასჯელი 4,6 წლით განისაზღვრა. 
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას გარკვეული პერიოდით საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ეზღუდება. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ბრალდებულს გააჩნია, აგრეთვე იგი სარგებლობს შეწყალების უფლებითაც.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია გიგი უგულავა. ამ დროს  ის თავის  მხარდამჭერებს  სასამართლოს ეზოში სიტყვით მიმართავდა.
რაც შეეხება უგულავასთან ერთად ბრალდებულ კეზერაშვილს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით, კერძოდ, 182-ე და 194-ე მუხლით. მოსამართლის გადაწყვეტილებით, იგი ორივე მუხლში  სრულად გამართლდა და დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა გაუუქმდა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა