|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

25 ივლისიდან მონ პლეზირთან საზაფხულო კინოჩვენებები გაიმართება

25 ივლისიდან ქუთაისში მონ პლეზირის თაღთან, უკვე ტრადიციად ქცწეული საზაფხულო კინოჩვენებები გაიმართება. 

როგორც მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, წლევანდელი კინოჩვენებები  ქართული კინოს 110 წლისთავს ეძღვნება.

"კინოჩვენებები სიმბოლურად ყოფილ კინოთეატრ "რადიუმის" სიახლოვეს მოეწყობა, სადაც 1912 წელს შედგა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" პრემიერა.  როგორც ყველამ იცის, ფილმი ქუთაისელმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. ასე, რომ ქართული კინოს ისტორია ნამდვილად ქუთაისიდან იწყება", -განაცხადა კულტურის სამსახურის წარმომაგენელმა თამთა ძთურმანიძემ.

კინოჩვენების პროგრამა კი ასეთია:
25 ივლისი - "ჩემი ბებია" კ. მიქაბერიძე
26 ივლისი - "ჯიმ შვანთე" მ. კალატოზიშვილი
27 ივლისი - "გიორგობისთვე" ო.იოსელინი
28 ივლისი - "იყო შაშვი მგალობელი" ო. იოსელიანი
29 ივლისი - "არაჩვეულებრივი გამოფენა" ე. შენგელაია


ყველა სეანსი დაიწყება 21:15 საათზე. დასწრება უფასოა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა