ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის #26 საარჩევნო უბანზე (VIDEO)
მცირედი დაპირისპირება მოხდა „თავისუფალი ზონის “ წევრს, მირიან დეისაძესა და „ქართული ოცნების“ დამკვირვებელს მურთაზ ქორიძეს შორის. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მირიან დეისაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა დამკვირვებელი დარღვევაში ამხილა. აღნიშნულის შესახებ დეისაძემ საჩივარი შეადგინა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამკვირვებელი ამომრჩეველს შემოსასვლელთან ხდება და საარჩევნო ყუთამდე აცილებს. რაც არის აგიტაცია და დარღვევა. მან ბეიჯი მოიხსნა და სხვას გადასცა, რაც ასევე დარღვევა“,-განაცხადა დეისაძემ.
ფაქტის დაფიქსირება გააპროტესტა "ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა, რასაც დაპირისპირება მოყვა. როგორც მურთაზ ქორიძემ ნიუპრესს განუცხადა, ის თავის მეზობელს უბრალოდ ესაუბრებოდა და ამაში დარღვევას ვერ ხედავს.
„არანაირ აგიტაციას არ ვეწევი. ეს ადამიანი არის ჩემი მეზობელი, რომლიც შემოვიდა და უბრალოდ, გავესაუბრე, მისი შვილი გერმანიაში იყო გაცვლითი პროგრამით და ამბავი ვკითხე", - განაცხადა ქორიძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















