ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრატისლავას მიმართულება დაემატა
2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება ემატება. მგზავრებს საშუალება ექნებათ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში პირდაპირი რეისით იმგზავრონ, - ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
ცნობისთვის, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით. ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს.
ავტორი:





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















