|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

27 დეკემბერს ქუთაისში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 27 დეკემბრის 10:00 საათიდან 27 დეკემბრის 18:00საათამდე ქუთაისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება.

კერძოდ: აზერბაიჯანის, ახვლედიანის, ბათუმის, ბურჯანაძის, გოგებაშვილის, ყიფიანის, ვასაძის, თავდადებულის, თომაშვილის, იაშვილის, მკურნალის, ნაზარიშვილის, რიონჰესის, ტიციან ტაბიძის, ლესია უკრაინკას ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით; 26 მაისის ლუწ ნომრებს NN2---48, 26 მაისის 2 შესახვევს; განათლების ქუჩის NN35,49,51,53,62,63,67,69,71, განათლების 5 შესახვევს; გელათის ქუჩის NN55---96,124,128,130,132,134,136, გელათის 1 და 2 შესახვევებს, 4 ჩიხს; თამარ მეფის კენტ ნომრებს ; თამარ მეფის 1 ჩიხს; თბილისის ქუჩას N22-დან ბოლომდე, თბილისის 1 და 2 შესახვევებს, 4,6,8,10 ჩიხებს; კლდიაშვილის ქუჩის NN87,91,93,95,98,100,102,104,106,108,110,112,114,118; კოსტავას 1,4 შესახვევებს, კოსტავას ქუჩის NN25,29,31,39,41,42,43,44,46,47,49,51; სოლომონ პირველის კენტ ნომრებს NN17---71, სოლომონ პირველის 1 და 4 შესახვევებს; ტყიბულის ქუჩის კენტ ნომრებს NN1---53, ლუწ NN2---40, ტყიბულის 1 შესახვევს, 2 ჩიხს.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებშიარსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა