|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება

27 მარტს მთელ მსოფლიოში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს მოვლენა ძველი ბერძნული თეატრის წარმოშობას, დიონისიებს უკავშირდება. ტრადიციად ჩამოყალიბებული ინიციატივა, 1948 წელს იუნესკოს დაარსებულ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტს ეკუთვნის. ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ეროვნული ცენტრები ჩამოყალიბდა, 1961 წელს კი თეატრის საერთაშორისო დღე მსოფლიოს პირველად ჟან კოკტომ მიულოცა.

საქართველოში თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია თეატრმცოდნე ვახტანგ ქართველიშვილის სახელს უკავშირდება. მისი ინიციატივით, ქვეყანა, გასული საუკუნის 70-იან წლებში, 27 მარტს მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზებულ ღონისძიებებს სატელევიზიო გადაცემის საშუალებით უერთდებოდა. თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  დღეს ქუთაისში არცერთი ღონისძიება არაა დაგეგმილი, ხვალ კი, თეატრის მოღვაწეთა კავშირში თეატრის იუბილარი მოღვაწეების  დაჯილდოება იგეგმება, ასევე შედგება გაზეთ „თეატრალური ქუთაისის“ პრეზენტაცია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი