|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

29 აგვისტოს იუსტიციის სახლები შეცვლილი რეჟიმით იმუშავებენ

იუსტიციის სახლი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომელი იუსტიციის სახლები იმუშავებენ 29 აგვისტოს გამოცხადებულ უქმე დღეს და რა სახის მომსახურება იქნება შესაძლებელი.

როგორც იუსტიციის სახლის განცხადებაშია აღნიშნული, 29 აგვისტოს სტანდარტული გრაფიკით იმუშავებენ ქორწინების სახლები და სატელეფონო ცენტრი.

„გაცნობებთ, რომ 29 აგვისტოს გამოცხადებულ უქმე დღეს თბილისის ცენტრალური, ბათუმის №1 და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული ფილიალები დაჩქარებულ რეჟიმში მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ ძირითად სერვისებს გასცემენ. სერვისების ჩამონათვალის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე. 

29 აგვისტოს ასევე გაიცემა მზა დოკუმენტები როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით. 29 აგვისტოს სტანდარტული გრაფიკით იმუშავებენ ქორწინების სახლები და სატელეფონო ცენტრი“, – ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორი: