3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე – 20–25 მეტრი წამში, დღის განმავლობაში ქარის სიჩქარე ,შესაძლოა, 28 მეტრი წამშიც იყოს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში 15–20 გრადუსი, ხოლო სანაპირო რაიონებში – 7–12 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ ცივი და წვიმიანი ამინდი იქნება, ზოგან თოვლჭყაპი და ნისლი, მაღალმთაში – ქარბუქი. ბარში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ხოლო გორი–სურამის მონაკვეთზე – 17–22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა დღისით ბარში 6–11 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ხვალ ასევე ღუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით – მცირე ნალექი და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა კი 7 გრადუსი.
1 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსის ფარგლებში იქნება; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 8–13 გრადუსი;
თბილისში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი.
2 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, მთაში ღამით – თოვლი;
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქროლებს ჩრდილო–დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მათ შორის თბილისშიც, რომლის სიჩქარე წამსი 17–22 მეტრი იქნება.
დღისით ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 7–12 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 9–14 გრადუსი; ხოლო თბილისში – 11 გრადუსი იქნება.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 3 აპრილიდან გამოიდარებს.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















