|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

30-31 ივლისს იმერეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯია ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციის თანახმად, ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

 

ზესტაფონი. 30 ივლისს 05:30-დან 15:00 საათამდე - ფიდერ „რკვიას“ 252 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოსლევი, რკვია.

31 ივლისს 10:30-იდან 18:00 საათამდე - ფიდერ „ჩოხალთას“ 112 აბონენტს საზანოსა და ქვედა საზანოში.

 

ტყიბული. 31 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - 252 აბონენტს სოფლებში ზედუბანი, დაბაძველი და საწირე.



ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა