|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

ქართული კალიგრაფიული ხელოვნების და ანბანის პოპულარიზაციის მიზნით,  4 აპრილს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ქალაქ ქუთაისის N 1 საჯარო სკოლის შენობის I სართულზე ტარდება კონკურსი ,,ქართული ხელნაწერი“ - ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების და მე-8-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კონკურსის ორგანიზატორი მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ააიპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები. /მასწავლებლები და მოსწავლეები ცალ-ცალკე/. შესაძლებელია დაწესდეს ,,ჟიურის სიმპატია“. კონკურსანტებს, ადგილზე, ჯგუფების შესაბამისად /მასწავლებლები და მოსწავლეები/ მიეცემათ საკონკურსო დავალებები.

კონკურსის ხანგრძლივობაა ორი ასტრონომიული საათი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნები, სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო:

I ადგილი - 300 ლარი;

II ადგილი - 250 ლარი;

III ადგილი - 200 ლარი;

,,ჟიურის სიმპატია’’ - 150 ლარი.  /სულ: 10 კონკურსანტი/

კონკურსანტები მ/წლის 14 აპრილს, 1200 საათზე პატივს მიაგებენ დედაენის ძეგლს.

გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება ორ ასაკობრივ კატეგორიაში, ამავე დღეს, 13:00 საათზე საქართველოს დამსახურებულ მხატვარ ოთარ ქანდარიას სახელოსნოში /მის. აღმაშენებლის 1/3 N35. მე-5 სართული/.

აქვე, დედაენის დღესთან დაკავშირებით მოეწყობა ლიტერატურული ღონისძიება. კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომები გამოიფინება სახელოსნოში და შემდგომ გადაეცემა გამარჯვებული მონაწილის სკოლას. ამავე დღეს მოხდება მხატვარ ოთარ ქანდარიას მემორიალური დაფის გახსნა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა