ერთი დაშავებული მოქალაქე და ოთხი დაზიანებული ავტომანქანა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 4 ავტომანქანა და დაშავდა 1 ადამიანი. შემთხვევა, გუშინ საღამოს, ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები "ნიუპრესს" უცხადებენ, თოვლის გამო რამდენიმე მანქანა მოსრიალდა და ერთმანეთს შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი მანქანის გადასარჩენად შუაში ჩადგა და მანქანებს შორის მოყვა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილობრივების თქმით, გზის გამწმენდი მანქანები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ, თუმცა კოსტავას ქუჩა ჯერ არ გაუწმენდიათ, რის გამოც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
16:27
13:32
16:29
















