|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 ივლისს, ღამით, რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  4 ივლისს, ღამის საათებში, რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება.  


4 ივლისს, ღამის 01:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვის  მიზეზი  გვირაბში ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის რეგულირების სამუშაოებია.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა