|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

4 ოქტომბერს,თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, დაკავებულია კიდევ 12 პირი  - ს.კ., ზ.ჭ., კ.კ., გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., და ბ.ქ.

„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც  კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს", - განაცხადა დარახველიძემ.

 

ავტორი: