|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 აპრილი მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღეა

4 აპრილი მიუსაფარი ცხოველების  საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, აქცია გუშინ გაიმართა თბილისში.  ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ საზოგადოებას ცხოველების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

ეს დღე არის მიუსაფარი ქუჩის ცხოველების დღე და ამ დღის მიზანია მათი დახმარება, გაჩუქება, საკვების მიწოდება, ალერსი და მათზე მზრუნველობა. მიუსაფარი ცხოველთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება.

აქციას არ გამოეხმაურა ქუთაისი.  ააიპი "საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" დამფუძნებლის მირანდა ჩოგოვაძის განცხადებით,  ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში  რაიმე ღონისძიება  დაგეგმილი არ არის. მიუსაფარი ცხოველების პრობლემა  ქუთაისში მწვავედ დგას. მიუხედავად იმისა, რომ მოეწყო მუნიციპალური თავშესაფარი, ქალაქში მშიერ და დაავადებულ ცხოველს არც თუ იშვიათად შეხვდებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი