|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

40 წუთიანი მოლოდინი "გრანდიოზული " ტორტითა და ფოიერვერკით დასრულდა

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ 2015 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება, რომელიც სასტუმრო "რჩეულში" მოეწყო 40 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო, თუმცა უხერხულობა დარბაზში შემოტანილმა "სოლიდურმა" ტორტმა და ამ ტორტთან გადაღებულმა "სელფებმა" გადაფარა.

ქალაქის პირველი პირების მისვლის შემდეგ განყოფილების უფროსმა თამუნა ნიკოლეიშვილმა წელს განხორციელებული პროგრამების სრული ანგარიში წარადგინა.

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ბიუჯეტი 2015 წელს 217 600 ლარი იყო. აღნიშნული თანხა რამდენიმე პროექტზე გადანაწილდა. ეს იყო "ორმაისობას" დაგეგმილი ღონისძიებები, "ახალგაზრდული ბანაკი", "ახალგაზრდული ფესტივალი",  პროექტი, რომელიც მერიამ დამწყები ჟურნალისტებისათვის მოამზადა  და სხვა.

შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მისი მოადგილე ბექა ყანჩელი და კულტურის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი ესწრებოდნენ.

"ხშირად ისმოდა თუ  რა კეთდება ახალგაზრდებისთვის ქალაქში? ბევრ შეხვედრაზე მე, ხშირად ვამბობდი, რომ ამ პოლიტიკას არ უნდა განსაზღვრავდეს მერია, ან მერი და მისი მოადგილეები, ამ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდნენ ახალგაზრდები. რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, ეს არ უნდა იგეგებოდეს მერიაში, ეს უნდა იგეგმებოდეს თქვენი ჩართულობით. მომდევნო წელში უნდა ვეცადოთ მეტი აქტივობა და ეს აქტივობა არ უნდა იყოს მხოლოდ ფინანსებთან დაკავშირებული, მოვუწოდებ ახალგაზრდებს გააქტიურდნენ"–განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, განყოფილების 4 წარმატებული თანამშრომელი საახალწლოდ ან ახალი წლის შემდეგ შესრულებული სამოშაოებისათვის პრემიით წახალისდება, თუ რა რაოდენობის იქნება პრემია ამას თვითმმართლობა განსაზღვრავს.

დღესვე განყოფილებმა 25 აქტიური ახალგაზრდა, მხარმადჭერი ორგანიზაციები და  ტრენერები დააჯილდოვა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ანგარიშის წარდგენა რამდენჯერმე შეაჩერდა ოვაციებმა და აპლოდისმენტებმა. ღონისძიების დასასრულს იყო ფოიერვერკები და გამასპინძლება ფურშეტითა და ტორტით.

შეგახსენებთ, რომ წლის დასასრულს შემაჯამაბელი ანგარიშის პრეზენტაციას თითქმის ყველა სამსახური და განყოფილება აწყობს.

 

     

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა