"43 არარსებული კორპუსი ქუთაისის ამომრჩეველთა სიაში"
საარჩევნო სიებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ "ახალი საქართველოს" ქუთაისის ოფისში ქუთაისის ბრიფინგი გაიმართა. საარჩევნო ბლოკის "გიორგი ვაშაძე -ერთობა- ახალი საქართველო" ქუთაისის შტაბის უფროსმა გოგიტა გოგელაშვილმა ისაუბრა 43 არარსებული საცხოვრებელი კორპუსის შესახებ, რომლებშიც რეგისტრირებულია ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა.
"პრობლემა წლებია დგას და არაერთხელ მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას, მათგან არანაირი რეაგირება არ ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, რათა გავერთიანდეთ ამ დიდი პრობლემის წინააღმდეგ. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ სიების დაზუსტების კუთხით და უამრავი დარღვევა აღმოვაჩინეთ. იმედი გვაქვს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ოდნავ მაინც პატივს სცემს დემოკრატიას და მოახდენს რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, როგორც პარტია, როგორც ხელისუფლება და ასევე მათი კომისიის წევრები. ისინი როცა ოპოზიციაში იყვნენ მაშინაც იდგა ეს პრობლემა და ყველანაირად ებრძოდნენ, თუმცა დღესაც "წარმატებით" იყენებენ წინა ხელისუფლების მახინჯ ბერკეტებს ქართველი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ"-განაცხადა გოგიტა გოლელაშვილმა.
როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, სიებში უზუსტობების არსებობაზე საოლქო კომისიისათვის ოფიციალურად არც ერთ პარტიას არ მოუმართავს. #59 საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განხცადებით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში საჭიროა პარტიებმა მათ ოფიციალურად მიმართონ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















