"5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები" - ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე გამარჯვებას ზეიმობს
ზესტაფონის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებული მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა. კანდიდატმა მოსალხოებას მადლობა გადაუხადა.
"ჩვენი კომისიის წევრებისგან, რაც არის შემოსული ზესტაფონში, 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები. ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასეთი მაღალი მხარდაჭერისთვის, ასეთი თანადგომისთვის, როგორც დღეს, ასევე წინასაარჩევნო შეხვედრებისას. თითოეული შეხვედრიდან მოდიოდა მუხტი, რომ 19 მაისს დადგებოდა ეს შედეგი. ხვალიდანვე დაიწყება ყველა ის პროექტი, რომელზეც წინასაარჩევნო შეხვედრებზე ვსაუბრობდი, ხვალიდანვე თითოეული თქვენგანი ნახავს რა კეთდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და რა არის დაგეგმილი მიმდინარე წელს. მე ვაცხადებ ღიად და საჯაროდ, მე ვერ დავყოფ ამისიანი მერი და იმისიანი მერი, მე ვარ ამ მუნიციპალიტეტის მერი, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა, ხვალიდანვე შეგიძლიათ შევხვდეთ, დავისახოთ ის გეგმები, რაზეც ჩვენ შეხვედრებზე ვსაუბრობდით. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც დროულად აღკვეთეს ყველა ის პროვოკაცია, რომელსაც ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები“, –განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
არსებული მონაცემებით, გოგლიჩიძემ ხმების 50%-ზე მიიღო.
ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 57.03 % მივიდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















