|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 ყველაზე პოპულარული მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

კიევი, ვარშავა, მილანი, ბერლინი, დორტმუნდი - ეს ის ქალაქებია, სადაც გასულ თვეში ქუთაისიდან ყველაზე მეტი მგზავრი გაფრინდა.

 აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 114 %-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეში მგზავრთა ნაკადმა 36 207 შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის აპრილში 16 881 იყო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა - ბუდაპეშტის, მოსკოვის, კატოვიცეს, სალონიკის, ლარნაკას, დორტმუნდის, ბერლინის, მემინგემის, მილანის, ვილნიუსის, კიევის, ხარკოვისა და ვარშავას მიმართულებით განხორციელდა. აქედან, ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო - კიევი. მისი მიმართულებით ქუთაისიდან - 5 599 ადამიანი  გაფრინდა. აპრილის ტოპ -5 მიმართულებაშია: ვარშავა - 3 343 მგზავრით; მილანი - 3 181 მგზავრით; ბერლინი, რომლის მიმართულებითაც 3 138 ადამიანი გაფრინდა და დორტმუნდი - 2 793 მგზავრით. 


2016 წლის აპრილში კი ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა - მოსკოვის, ხარკოვის, ბუდაპეშტის, კატოვიცეს, ვილნიუსის, კიევისა და ვარშავას მიმართულებით განხორციელდა.


წინა წლის აპრილშიც ყველაზე პოპულარული მიმართულება - კიევი იყო. მისი მიმართულებით, 4 032 მგზავრი გაფრინდა. ბუდაპეშტი - 2 754 მგზავრი; კატოვიცეში - 2 519 მგზავრი; ხარკოვში - 2 501 მგზავრი; ვარშავაში - 2 394 მგზავრი, ვილნიუსში - 2 117 მგზავრი.

რაც შეეხება მოფრენას, მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე მეტი - 4 061 მგზავრი გერმანიიდან ჩამოფრინდა ქუთაისში; 3 287 - უკრაინიდან შემოვიდა; ხოლო 2 803 - პოლონეთიდან შემოვიდა. ასევე წინა თვეში მგზავრები შემოვიდნენ - უნგრეთიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, იტალიიდან და ლიტვადან.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქუთაისის აეროპორტში მგზავრები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდნენ: რუსეთი - 270 მგზავრი; უკრაინა - 3 177 მგზავრი; უნგრეთი -1 267 მგზავრი; ლიტვა - 1 059 მგზავრი; პოლონეთი - 2 494 მგზავრი.

წყარო: bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა