ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმავლობაში დაწერილი საჩივრების განხილვა დაასრულა.
კომისიამ " საიას" 7 საჩივარი განიხილა. N 7-ე, 62-ე, 94-ე, 66-ე, 36-, 39-ე და 114-ე უბნებზე დაწერილი საჩივრები კენჭისყრის დროსა და შემდგომ აღმოჩენილ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
განხილვის შედეგად, 4 უბნის თავმჯდომარეს შენიშვნა მიეცა. რამდენიმე შემთხვევაში თავმჯდომარემ საოლქო კომისიაში სარეგისტრაციო ჟურნალი დაულუქავი მიიტანა.
"საიას" გადაწყვეტების გაპროტესტება სასამართლოში 2 დღის განმავლობაში შეუძლია. საოლქოს საბოლოო შედეგები ცესკოში გადაიგზავნება, რის შემდეგაც ცესკო მერის საქმიანობის დაწყების თარიღი გამოცხადდება.
ქუთაისის საკრებულო უფლებამოსილებას 20 ნოემბერს შეუდგება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















