6-7 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს გადააჭარბოს
უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.
6–7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



13:42
12:40
10:44
















