6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისის მერიასა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაუშვეს.
სახელმწიფო დროშები დაეშვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზე.
დროშები დაშვებულია ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე.
ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა




13:08
11:18
11:17
11:11
















