საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წელი გავიდა
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე გამოაცხადა.
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ორი 9 აპრილის სიმბოლურ კავშირს.
„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ - თქვა ზვიად გამსახურდიამ, რომელმაც წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
როგორც მისი ოჯახის წევრები და თანამებრძოლები იხსენებენ, ზვიად გამსახურდიამ იცოდა, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმას რუსეთი არ აპატიებდა და ამ გადაწყვეტილების გამო საკუთარი სიცოცხლით მოუწევდა პასუხისგება.
ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს დევნილობაში, სამეგრელოს სოფელში ძველი ხიბულაში, დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.
ავტორი:




13:08
11:18
11:17
11:11
















