ქუთაისის მერია ავტომობილების რეცხვა-დასუფთავებისთვის 4 896 ლარს დახარჯავს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ავტოსატრანპორტო საშუალებების რეცხვა-დასუფთავებისთვის მერია ტენდერს აცხადებს.
მიმწოდებელი ვალდებულია, ერთი წლის განმავლობაში მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ტრანსპორტს მოემსახუროს უროგოდ, კვირის ნებისმიერ დღეს, დილის 7:00 საათიდან 22:00 საათამდე.
მერიამ აღნიშნული სამუშაოებისათის 4 896 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი მომსახურეობა მხოლოდ 6 ერთეულ ავტოსატრანპორტო საშუალებაზე (4 ჯიპი და 2 სედანი) მოხდება. აღნიშნული თანხით, თითოეულ ავტომიბილზე წელიწადში საშუალოდ 55-60 მომსახურეობა განხორციელდება, თვეში დაახლოებით 5.
ასევექუთაისის საკრებულოსა და მერიის სამსახურეობრივი დანიშნულების ავტომანქანებისათვის დაწნეხილი ბუნებრივი აირის სახელმწიფო შესყიდვისათვის 11 200 ლრი გამოყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















