6 ივნისს ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
"ენერგო პრო ჯორჯია" ქუთაისში ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
6 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქ. ქუთაისში, კლდიაშვილის, გელათის, კიბულას, ტყიბულის და მიმდებარე ქუჩებზე.
შეზღუდვა დაახლოებით 980 მომხმარებელს შეეხება.
ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვის მიზეზი მაღალი ძაბვის ქვესადგურ "მოწამეთაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
კომპპანიის ინფორმაციით, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოებს დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















