|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

61 000 ლარი კულტურის სამსახურის ტრანსპორტირების მომსახურებისათვის

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისათვის, მიკროავტობუსითა და ავტობუსით სატრანსპრტო მომსახურებისათვის მერია ტენდერს აცხადებს.

მიმწოდებელი ვალდებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისათვის, მიკროავტობუსითა და ავტობუსით სატრანსპრტო მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტრანსპორტირებით მომსახურების შესრულების შესახებ „მიმწოდებელს“ ეცნობება წინასწარ, ერთი დღით ადრე.

როგორც სატენდერო პირობებშია აღნიშნული ტრანსპორტირების ათვლის წერტილად ჩაითვლება „შემსყიდველი“-ს მიერ მითითებული ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს ტრანსპორტით მომსახურება.

ავტობუსები და მიკროავტობუსები აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი და რბილი სავარძლებით, კონდიცირების სისტემითა და ტელევიზორით. მიკროავტობუსების ტევადობა უნდა იყოს არანაკლებ 22 ადამიანი, ხოლო ავტობუსის კი არანაკლებ 45 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამსახურის ყოფილ ხელძღვანელს თემურ ცამციშვილს, ბრალი სწორედ ტრანსპორტირტებისათვის გაწეული ხარჯების გამო წაუყენეს. პროკუტარურა მას თბილისსა და ქუთაისს შორის მანძილის არასწორად გაზომვის გამო ედავებოდა, რისთვისაც ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ გირაო დაეკისრა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა