7 იანვარს საშობაო მსვლელობა „ალილო“ მოეწყობა
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში საშობაო მსვლელობა 7 იანვარს, 12 საათიდან დაიწყება. საშობაო მსვლელობა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობიდან დაიწყება და ცენტრალურ ქუჩებს მოივლის. მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მეალილოევებს საულიერო პირები დალოცავენ.
საშობაო მსვლელობას ტრადიციული ხასიათი აქვს და წელსაც თეატრალიზირებული იქნება.
შობას მეალილოვეებს ქალაქის მერი, იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიულოცავენ.
შესრულდება საშობაო სიმღერები. შეგროვდება საჩუქრები, რომლებიც სხვადასხვა ბენეფიციარებს გადაეცემათ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















