|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

70 ათასი ლარი ნაგვის კონტეინერებისათვის - ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია 70 ათას ლარის ღირებულების ნაგვის კონტეინერებს შეიძენს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი NAT190008310 მერიამ  უკვე  გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1 მაისიდან 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

სხვადასხვა სახის ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა საგრანტო პროექტის „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები-სუფთა შავი ზღვისათვის“ ფარგლებში მოხდება. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა“ წარმოადგენს მეორე გარემოსდაცვით ინიციატივას ქუთაისში. ამჟამად ამ პროექტში მონაწილეობენ პარტნიორები საქართველოდან, მოლდოვადან და რუმინეთიდან. პროექტის მიზანია პლასტმასის და სხვა ნარჩენების რაოდენობის შემცირება მდინარეებსა და შავ ზღვაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა