71 წლის დევნილი, აზა ჩილაჩავა თავისუფალია
                                                                                                                    
                
71 წლის დევნილმა აზა ჩილაჩავამ სასამართლოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
 მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, ეს ვადა ამოიწურა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზა ჩილაჩავას საავტომობილო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ და აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდა.
„მე მაქვს ჩემი პროტესტი, რუსეთი ოკუპანტია, ორი კვირა იქნება თუ ერთი, როგორც კი მოვიხდი სასჯელს, გავალ რუსთაველზე სისხლის წესით. ვიბრძოლებ ბოლომდე. ბოლომდე! სისხლის სამსართლით ხო მეკუთვნის?! გავალ მე, არ შევშინდები. რუსეთი ოკუპანტია, რომელმაც გენოციდი მოგვიწყო. წავალ სისხლის სამართალზე, ეს არის ჩემი პროტესტი. ერთიც რომ დავრჩე ბებო მე იქ ვიქნები“, - თქვა აზა ჩილაჩავამ სასამართლო პროცესზე.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





18:30
16:36
10:58
23:12
12:36
















