|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 სექტემბრიდან ამომრჩევლებს ბარათებს დაურიგებენ

8 სექტემბრიდან, ამომრჩევლებისთვის ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიები დაარიგებენ. აღნიშნულის შესახებ დღეს მედიას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მიაწოდა ინფორმაცია.

„ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია 8 სექტემბრიდან  ყველა საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული და ამომრჩევლებს ადგილზე შეეძლებათ მონაცემების გადამოწმება.

ამასთან  მოქალაქეებს  საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge.

 სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ.

12 აგვისტოს მდგომარეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან დღემდე 719 499-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა