|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 თებერვალს გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

დავითობასთან" დაკავშირებით ქუთაისის მერიამ, გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი დანიშნა. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 8 თებერვალს გელათის სამონასტრო კომპლექსისკენ და პირიქით უფასოდ გადაადგილდნენ.

ტრანსპორტი ყოველ ნახევარ საათში დილის 8 საათიდან შუადღის 15 საათამდე იმუშავებს.

მიკროავტობუსები გელათის მიმართულებით ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან, ე.წ. "კოლონადებიდან" გადაადგილდებიან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა