|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„80 წლის გადასახედიდან“- ქუთაისში ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ქართული სპორტის გამორჩეული ქომაგის, ზურაბ ჯავახიძის  წიგნის პრეზენტაცია სპორტის მუზეუმში  გაიმართა. „80 წლის გადასახედიდან“- ასე ქვია წიგნს, რომელიც ქუთაისის სპორტული მუზეუმის დამაარსებლის დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. წიგნში წარმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა წლებში დაბეჭდილი წერილები.  ზურაბ ჯავახიძის განცხადებით, ამ წიგნში თავმოყრილია მისი  განვლილი ცხოვრება.

"მინდა, რომ ქართული სპორტი წარმოვაჩინო მთელს სამყაროში. ეს წიგნი ეძღვნება ჩემს 80 წლის მანძილზე გაწეულ ნაშრომ-ნაამაგრ ცხოვრებას. აქ არის  განთავსებული 850 საგაზეთო წერილი, თუ რას წერდნენ ჩემზე. მე ვარ  60-მდე წიგნის ავტორი და წინ კიდევ დიდი გეგმები მაქვს",-აღნიშნავს ზურაბ ჯავახაძე.

წიგნი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა