80 წლის ექიმს ქუთაისის მერმა იუბილე მიულოცა
ქუთაისის მერიის ინიციატივით, დამსახურებულ ექიმს, ვაჟა გაბუნიას ღვაწლმოსილი ქუთაისელის სტატუსი მიენიჭა. ქალაქის მერის განცხადებით, პატივგების კომისიამ ერთპიროვნულად დაუჭირა მხარი 80 წლის ტრამვატოლოგისათვის სტატუსის მინიჭების საკითხს.
დღეს კი ვაჟა გაბუნიას იუბილე ქუთაისის მერიაში მიულოცეს. ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამედიცინო მოღვაწეობისა და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად დიპლომი და 500 ლარი გადასცა საჩუქრად. საკრებულოს წევრმა თეიმურაზ ნადირაძემ კი საკრებულოს სახელით, ექიმს ხატი უსახსოვრა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვაჟას, რომელიც წლების განმავლობაში დაღალავად ემსახურებოდა ადამიანებს და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. პატივგების კომისიამ მას ღვაწლმოსილი ქუთაისელის სტატუსი მიანიჭა“,-განაცხადა შოთა მურღულიამ. ვაჟა გაბუნია ამ დროისთვისაც ავტოქახნის საავადმყოფოში მუშაობს, მას ტრამვატოლოგად მუშაობის 55 წლიანი გამოცდილება აქვს.
ვაჟა გაბუნიას განცხადებით, სასიამოვნოა, რომ ახსოვთ და მის საქმიანობას აფასებებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















