9-12 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
9–12 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 9 – 10 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +31, +36, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.
11 – 12 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.
ქ. თბილისში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 9 – 10 ივლისს +36, 11 ივლისს +38, 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















